Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კორონავირუსის ახალი მუტაცია დიდი ალბათობით მის დასუსტებაზე მიანიშნებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი მუტაცია დიდი ალბათობით მის დასუსტებაზე მიანიშნებს

614
shutterstock-1628196187-Converted-01

კორონავირუსის ახალი მუტაცია დიდი ალბათობით მის დასუსტებაზე მიანიშნებს. აღნიშნულ დასკვნამდე არიზონელი მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც აღმოჩენილი ახალი მუტაცია 2003 წლის SARS-ის ვირუსის მუტაციას შეადარეს. აღნიშნული მუტაციის გაჩენის შემდეგ SARS-მა დასუსტება დაიწყო და ბოლოს საერთოდ გაქრა. კვლევის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ წერს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ ეფრემ ლიმის თქმით, რომელიც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოდიზაინის ისტიტუტის ასისტენტ-პროფესორია, მკვლევართა ჯგუფმა კვლევის პროცესში ახალი ტექნოლოგია გამოიყენა, რომელსაც Sars-Cov-2-ის გენომის მთლიანად ,,წაკითხვა” შეუძლია.
აღნიშნული ტექნოლოგია მეცნიერებს ეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, როგორ მუტირებს და ადაპტირდება ის დროთა განმავლობაში.

შტატის მასშტაბით მკვლევარებმა 382 კოვიდპაციენტის ცხვირის ნაცხი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგ მათგანში ვირუსს თავისი გენომის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდა. ახალ კვლევაში, რომელიც ვირუსოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ვირუსის ნაწილი აღნიშნულ ნიმუშში სამუდამოდ იყო წაშლილი.

,,ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მუტაცია დიდ ინტერესს იწვევს ის არის, რომ 2003 წელს, SARS-ის ეპიდემიისას სწორედ ასეთი მუტაცია დაფიქსირდა. ვირუსის გენომის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიშალა” – ამბობს ლიმი. მისი თქმით, სწორედ ამის გამო SARS ეპიდემიის შუა და ბოლო ნაწილებში ვირუსი საგრძნობლად იყო დასუსტებული.

თუმცა დასუსტებული ვირუსი არანაკლები საფრთხის შემცველია. მას შეუძლია ნაკლებ მწვავე სიმპტომები გამოიწვიოს და იმ პაციენტებმა, ვისაც სიმპტომები მინიმალურად გამოუვლინდება, სხვები დააინიფიცირონ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შედარებით დასუსტებული ვერსია გამოჩნდა, არც მისით ინფიცირებული პაციენტები იყვნენ სრულიად უსიმპტომო.

,,ის ფაქტი, რომ ვირუსი ამ შემთხვევაშიც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გავრცელდეს მაშინაც კი, როდესაც გენეტიკური მასალის სრული ოდენობა არ აქვს, ასე რომ ჯერ ადრეა საუბარი მის შესუსტებაზე“, – ამბობს კვლევის თანაავტორი მეთიუ სკოჩი, რომლის თქმითაც კლინიკური გამოსავალი პაციენტებში აქამდე დიდ წილად მათ იმუნურ სისტემაზე და თანხმლები დაავადებების სიმწვავეზე იყო დამოკიდებული.

შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი პროფესორი ეფრემ ლინი, რომლის თქმითაც მართალია ეს აღმოჩენა ზღვაში წვეთია, თუმცა მაინც ძალიან საყურადღებოა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მუტაციები ბევრ პაციენტში დაფიქსირდა, ეს მეცნიერებს საქმეს გაუიოლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები