LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ქართული პროდუქტები შეიძინოს

92
9

პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქართული პროდუქტები შეიძინონ. გიორგი გახარია ამბობს, რომ აგროსასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

„სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით და გარკვეული წარმატებები გვაქვს“, – განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სხვაობა სასოფლოსამეურნეო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი, დღეს 300-350 დოლარამდეა ჩამოყვანილი.

„ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომელიც სულ უფრო ხარისხიანი ხდება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები