LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით, ნუ იყენებთ გარდაცვლილებს ქვეყნის დასაღუპად: იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

588
maxresdefault

იტალიის პალატის დეპუტატი ვიტორიო სგარბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გააყალბეს. სგარბის ემოციურ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სგარბი აცხადებს, რომ იტალიის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვლილთა ყალბ სტატისტიკას აქვეყნებს, იმისათვის, რომ იტალიის მოსახლეობა ტერორში ჰყავდეთ და დიქტატურა დაამყარონ.

„ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები დიქტატურის წინააღმდეგ და სიმართლის დასამტკიცებლად. მოდი, ნუ ვაქცევთ ამ პალატას სიცრუის სახლად. მეცნიერები, ვინც მოიწვიეთ, ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი მცირედით არის უარესი ჩვეულებრივ გრიპზე. ამის შესახებ ყველამ კარგად იცით. მოდი, ჟან ბატისტას პრინციპი მაინც დავიცვათ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ.

თქვენ მოისმინეთ და წარმოგიდგინეს ციფრები. მეც მინდა, ეს ციფრები წარმოგიდგინოთ. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იტალიაში კორონავირუსით 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არ არის მართალი. ნუ აურევთ ამ ციფრებს. ციფრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ამტკიცებს, რომ ამ გარდაცვლილთაგან 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მართალს ვამბობ. მე ეს ყველაფერი შევისწავლე. ხალხი სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თუ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, შეისწავლეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები. სანამ იტალია წითელ ზონად რჩებოდა, აქ არავინ ატარებდა ნიღაბს. დღეს კი პაძინი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ნიღბის გარეშეა. ეს უბრალოდ სასაცილოა. რას აკეთებთ, დაფიქრდით. გერმანიაში სკოლებში გააგრძელებენ სწავლას და ჩვენ რას ვაკეთებთ? გერმანიამ დაამტკიცა, რომ ის ძლიერია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ჩვენთან კი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დამცირებულები ვართ. მე პირველი გამოვდიოდი პარლამენტის დახურვის ინიციატივით, მაგრამ დღეს მე აქ ვარ და ყველა ნიღბებშია, ისე როგორც მასკარადზე. და თუ ნიღბის გარეშე ხართ, ყველა თქვენზე ხელით უთითებს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

სგარბი კოლეგებს მოუწოდებს, სიმართლის სათქმელად გამბედაობა მოიკრიბონ.

„დადეთ გარდაცვლილთა ზუსტი მონაცემი. მოდი, შევწყვიტოთ ტყუილი, შევწყვიტოთ ფეიკმონაცემების გავრცელება. მეცნიერი ბაზიტი აცხადებს, რომ გარდაცვილთა შორის უმეტესობა გულის დაავადებებითა და სიმსივნით დაიღუპნენ. მოდი, ნუ გამოვიყენებთ გარდაცვლილებს იტალიის დასაღუპად. 25 ათასი ადამიანი არ დაღუპულა იტალიაში კორონავირუსით, ეს არასწორია. მოგვაწოდეთ ნამდვილი ციფრები. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, ეს უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა სგარბიმ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე იტალიაში საგანგებო მდგომარეობის ბევრი შეზღუდვა მოქმედებს. ტურისტული სეზონი კი 2020 წლის ზაფხულში უცხოელი ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, არც გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები