თაკო გაჩეჩილაძე სიმღერის Keep The Faith ახლებური ვერსიის პრემიერას დღეს შემოგვთავაზებს. მომღერალი ვიზა ლიბერალიზაციის აღსანიშნავ ცენტრალურ კონცერტზე გამოდის, რომელიც 27 მარტს, ევროპის მოედანზე გაიმართება. კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყება.
თითქმის დასრულებულია მუშაობა კლიპზე, რომლის პრემიერაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რამდენიმე დღეში შედგება.
თაკომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო გადაღებიდან. ფოტოს ავტორია გიორგი ცაავა.
რაც შეეხება სიმღერას, ის სპეციალურად “ევროვიზიისთვის” თაკოს დიდი ხნის მეგობარმა, ანრი ჯოხაძემ დაუწერა. ტექსტი თავად თაკოს ეკუთვნის.