LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კარანტინს ემშვიდობება: ცხოვრება შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ

156
Coronavirus-Italy-Europe-quarantine-COVID19-latest-coronavirus-news-1246618

პორტუგალიაში 18 მაისიდან კვლავ გაიხსნება რესტორნები და კაფეები. მეპატრონეები ასობით ევროს ხარჯავენ იზოლაციის საშუალებებზე.
ადგილობრივმა ჯანდაცვამ გამოსცა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შენობებში კვირაში ექვსჯერ მაინც უნდა მოხდეს დეზინფექცია. შესვლისას და გასვლისას კლიენტებს მოუწევთ ხელების დაბანა. კლიენტებს შორის მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული.

„პრაქტიკაში ამ წესების შესრულება, განსაკუთრებით დისტანციის დაცვა, ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნავენ რესტორნების მფლობელები.

კარანტინის შემდეგ იტალიელებმა შაბათს პირველად მისცეს თავს ზღვაში ბანაობის უფლება. იტალიის საზღვაო კურორტების უმეტესობა დახურულია, მაგრამ არა ლადისპოლიში.

„ეს არაჩვეულებრივი იყო. მინდოდა, უბრალოდ მესეირნა, მაგრამ ზღვაში ბანაობის ცდუნებას ვერ გავუძელი“, – ამბობს ლადისპოლის მცხოვრები.

ამასთან ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს დაიცვან რეკომენდაციები, რადგა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი კვლავ ძალიან მაღალია.

მას შემდეგ, რაც ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება დაიწყეს, ოჯახების უმრავლესობამ გადაწყვიტა უიქენდის ტყეში გატარება.

Бульвар Рамбла в Барселоне. 2 мая 2020 г. В Испании с 26 апреля разрешили прогулки в течение часа и индивидуальные занятия спортом.

აქ უკვე ერთი თვეა შესაძლებელია ქუჩაში სირბილი და ველოსიპედით გადაადგილება ნიღბის გარეშე.

დღეს კი უკვე გეგმავენ საზოგადოებრივი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოაწყონ, ოღონდ არა უმეტეს 100 ადამიანის მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები