LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდრები ამბობენ: გაზარდეთ გადასახადები

77

მდიდარი ნიუ-იორკელები სახელმწიფოს გადასახადების გაზრდას სთხოვენ. 80-მა ადამიანმა, რომელთა შორისაც – ჯორჯ სოროსი, სტივენ როკფელერი და აბიგაილ დისნეიცაა, კონგრესს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მათ და კიდევ სხვა მილიონერებმა წესით უფრო მაღალი გადასახადები უნდა გადაიხადონ. ეს თანხა სახელმწიფომ სკოლების, გზების, ხიდებისა თუ უსახლკაროთა დასახმარებელი პროგრამების დასაფინანსებლად უნდა გამოიყენოს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუკი სიახლე კანონის სახეს მიიღებს, ახალი პროექტებისთვის დამატებით მინიმუმ 2 მილიარდი დოლარი გაჩნდება.
შეგახსენებთ, რომ უცნაური ინიციატივის ყველა ავტორი მულტიმილიონერია და მათი შემოსავალი თვეში 650 000 დოლარზე მეტია. მსგავსი წინადადებით სახელმწიფოს მათ გასულ წელსაც მიმართეს, თუმცა კანონმდებლებმა შემოთავაზება დააიგნორეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები