LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სუფრას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

99

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ამის შესახებ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

„აღნიშნული სტატუსი ქართულ სუფრას საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ენიჭება“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანება 22 მარტს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ქართული სუფრის ჩათვლით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 36 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორის: ქართულ პოლიფონიას, ქვევრს, „დედაენას“, ცეკვა ფერხულს, ქართულ ჭიდაობას და სხვა..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები