სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს.
„ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ასეთი ცივი ჰაერის შემოჭრა მოსალოდნელი არ არის.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებას ველოდებით 15 მაისიდან. შესაძლებელია, 17,18 და 19 მაისს 30-31 გრადუსი სითბოც გვქონდეს.
მაისის თვე საქართველოსთვის ყოველთვის არის წვიმიანი და სეტყვის გაძლიერებით, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში“,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.