”ჰუალინგ ჯგუფი” ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში განსათავსებელი სასტუმროს ფასადის დაპროექტებაზე ტენდერს აცხადებს. სწორედ ამ ტენდერის საფუძველზე შეარჩევს კომპანია თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე შენობის საუკეთესო ესკიზურ პროექტს.
ტენდერში მონაწილეებმა საკუთარი ესკიზები არაუგვიანეს 25 აპრილის 15:00 საათამდე უნდა წარადგინონ. გამოვლინდება სამი საუკეთესო კონცეპუალური პროექტი: I პრემია – 5 000 ლარი; II პრემია – 3 000 ლარი და III პრემია – 2 000 ლარი.
კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის 25 მარტს ჰუალინგ ჯგუფის facebook გვერდზე: https://www.facebook.com/hualingg/ – ასევე შემდეგ ვებ- გვერდებზე: www.jobs.ge; www.hr.ge; www.etenders.ge
ცნობისთვის, „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა 2015 წლის ზაფხულში აუქციონზე 9,5 მილიონ დოლარად შეიძინა. კომპანიამ ადგილზე 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.