ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ განათავსა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მე-6 კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები კორონავირუსის პანდემიაზე.
„იმ დროს, როცა ჩაკეტილები დაზაფრულები მივჩერებივართ ტელევიზორებს… იმ დროს, როცა გაზაფხული უჩვენოდ დახეტიალობს ცარიელ ქუჩებში… იმ დროს, როცა ურთულესი სიტუაციაა, დავინტერესდი თუ რას ფიქრობდნენ ჩემი მოსწავლეები… გადავწყვიტეთ, შევთანხმდით, შევასრულეთ, გაგიზიარეთ. მინდა გითხრათ სიმართლე-მათ იუმორით გაზავებულმა დამოკიდებულებამ პირველად დამანახა სინათლე გვირაბის ბოლოს. მართლა დავიჯერე-ყველაფერი კარგად იქნება! “ – პატივისცემით მაია ჯავაშვილი.
https://www.facebook.com/570696799711145/videos/2652781954979165/