ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც საკუთარ ქორწილში ვლადიმირ პუტინთან იცეკვა,„რაშა თუდეიზე“ დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა.
“თავად ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარინ კნეისნლი, რომელმაც თავის ქორწილში პუტინთან იცეკვა, ამიერიდან ჩვენთან, საავტორო სვეტებს დაწერს”, — წერს სიმონიანი.
Та самая экс-министр иностранных дел Австрии Карин Кнайсль, с которой на ее свадьбе танцевал Путин, теперь будет писать для нас авторские колонки.
— Маргарита Симоньян (@M_Simonyan) May 8, 2020