LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს

129
BeFunky-collage (2)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს.აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული.

“მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ბაღი, სადაც 2 საუკუნის წინ ვერსალიდან ჩამოტანილი მცენარეები დღემდე ხარობენ (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები