ახალქალაქის სოფელ გოგაშენში 23 წლის ახალგაზრდა ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაიცვალა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მას დაავადება საქონლიდან, ტკიპის ნაკბენით განუვითარდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ანალიზებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ყირიმ-კონგოს ცხელება იყო, სავარაუდოდ, ტკიპას ნაკბენიდან გადაედო“.
დავისურებული ახალგაზრდა პირველად ახალქალაქის საავადმყოფოში შეიყვანეს:
„მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ჩვენთან არ უმკურნალია. ჩვენ დავსვით დიაგნოზი, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება იყო. გამოვიძახეთ რეანომობილი და გადაიყვანეს თბილისში“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე თოროსიანი.
ახალგაზრდა ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 აპრილს შეიყვანეს.
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელების წელს უკვე მეორე შემთხვევა. ინფექციით უკვე ერთი კვირაა ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს ადიგენში მცხოვრები 56 წლის მამაკაცი.
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დაავადების გავრცელების მხრივ სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ენდემური რეგიონია.
2018-2019 წლებში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ვირუსით ადამიანთა დაავადების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა.