LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა

118

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

შეხვედრაზე კონგრესმენმა დააფიქსირა, როგორც პირადად მისი, ასევე აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერა. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საქართველოში მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმებისა და დემოკრატიის პროცესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესემენ კონოლის ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეობის რანგში გაწეული საქმიანობისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვლის რეგიონში შექმნილ ვითარებას, კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დააფიქსირა მისი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქართულ მხარეს მომავალშიც უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ კონოლის საპრეზიდენტო ღირსების ორდერი გადასცა საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები