LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა

103
D64877B4-D210-4CA3-B88D-D874BA2893C8-cx0-cy10-cw0-w1023-r1-s

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. ინფიცირებულები საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი რუსული გამოცემა ავრცელებს. განმარტებულია, რომ ყველა მათგანი საკარანტინე სივრცეებიდან არიან.

“პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინის რეჟიმში სულ 244 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 188 ცხინვალში, ხოლო 56 სხვა რაიონებში არიან განთავსებული”, – აცხადებს მარინა კოჩიევა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში მყოფთა შორის 160 სამხედრო კურსანტია. რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სასწალებელში სულ 270 კურსატი სწავლობს. მიღებულია გადაწყვეტილება ყველა მათგანის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით 5 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით შეზღუდულია საზღვარზე მიმოსვლა როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ე.წ. გამშვებ პუნქტზე მხოლოდ განსაკუთრებული უფლების მქონე პირები დაიშვებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები