დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფოტოხაფანგმა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ფოცხვერი დააფიქსირა.
სააგენტოს ცნობით, ფოცხვერები ღამის ცხოვრების წესით ხასიათდებიან. განსაკუთრებული სმენა აქვთ და მცირედ ხმაურსაც ვერ გამოაპარებთ.
დედა ფოცხვერი 2-3 ბოკვერს შობს და პირველი ზამთარი ერთად ცხოვრობენ. მამრები კი შვილების აღზრდაში მონაწილეობას არ იღებენ.
აღსანიშნავია, რომ ფოცხვერი საქართველოს წითელ ნუსხაში “გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის” სტატუსითაა შესული.