LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Qatar Airways ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება

95
qatar-airways-cargo-to-operate-b777f-to-osaka-4-south-american-destinations-to-join-its-network-from-jan-16

ავიაკომპანია Qatar Airways- საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც avianews იუწყება, ყატარულმა ავიაკომპანიამ COVID-19-ის ფონზე შეწყვეტილი ფრენების აღდგენის განრიგი შეადგინა, რომელიც ივნის-აგვისტოზეა გათვლილი.

Avianews-ის ცნობითვე, Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას, სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან შეუდგება და დოჰათბილისიდოჰას საჰაერო ხაზზე, ერთი თვის განმავლობაში, ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით მოახდენს. 1 აგვისტოდან კი Qatar Airways-ი აღნიშნულ მარშრუტზე სიხშირეებს გაზრდის და თბილისისკენ კვირაში 5-ჯერ იფრენს.

ქართული ცა ავიაკომპანიებისთვის სავარაუდოდ 1 ივლისიდან გაიხსნება

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან სულ მცირე ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე.

შეგახსენებთ, ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია დოჰა-თბილისი-დოჰას მარშრუტზე კვირაში 18 სიხშირით დაფრინავდა.

ცნობისთვის, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, მანამდე კი საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ, უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები