LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ერთი კი გაეწერა

78
le

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროისათვის დაწესებულებაში სულ 72 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 58 კოვიდინფიცირებულია. ლევან რატიანმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განმარტებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 4 პაციენტი – 2 შედარებით მსუბუქი ფორმით. რეანიმაციაში მყოფი ინფიცირებულებიდან ერთის მდგომარეობას რატიანი შედარებით მძიმედ აფასებს. მისი თქმით, კლინიკას დღეს 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

“ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის სულ 72 პაციენტი იმყოფება, აქედან 58 ინფიცირებულია. იცით, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. აქედან 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი გამარტივებულ სუნთქვით რეჟიმზეა, ხოლო მე-4 პაციენტის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით კვლავ მძიმეა. დანარჩენი კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამაში იგულისხმებიან ორსული ქალბატონებიც”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, დაწესებულებაში ახალი პაციენტი არ შესულა. რატიანის თქმით, ლაბორატორიაში გაგზავნილია რამდენიმე ნიმუშის პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.