საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუმ ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე“.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით.