LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემმა ბუხართან “ჰარი პოტერი” წაიკითხა სახლში დარჩენის აქციის ფარგლებში (ვიდეო)

97
2815311-58071248-2560-1440

“მანჩესტერისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი შეუერთდა აქციას, რომლის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ჰარი პოტერის სერიის პირველი წიგნიდან თითო თავს კითხულობენ.

დევიდ ბექჰემი, სტივენ ფრაი, დაკოტა ფანინგი, ედი რედმეინი და სხვა ვარსკვლავები შინ სხედან და კითხულობენ წიგნს “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. პროექტის შემქნელები ასე მოუწოდებენ აუდიტორიას არ დაარღვიონ კარანტინი და თვითიზოლაციის რეჟიმი დაიცვან.

ჯერჯერობით მხოლოდ პირველი თავია ხელმისაწვდომი, რომელიც ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა დანიელ რედკლიფმა წაიკითხა.

ბექჰემმა კარიერა 2013 წელს დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები