რიკოთის მონაკვეთზე გზის მშენებლობის დაწყება 2018 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დასრულებულია ტენდერი რიკოთის პროექტის პირველი მონაკვეთის პროექტირებაზე. თუმცა, დეტალური პროექტის მომზადება ჯერჯერობით, არ დასრულებულა.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი აშშ. დოლარია და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.