LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელიას ქმარი ოჯახურ ცხოვრებაზე ალაპარაკდა

911

ტელეკომპანია „მიუზიკბოქსს“ ოჯახური ცხოვრების შესახებ ინტერვიუ მისცა ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლემ, ვახო მჭედლიძემ. შეგახსენებთ, რომ ვახოსა და გვანცას ახლახან მეორე შვილი შეეძინათ, გოგონა, რომელსაც ლილე დაარქვეს. პირველი – ბიჭია, ერეკლე.

ვახო მჭედლიძე:

ლილე ჯერ პატარაა, ერთი თვისაა, ერთი სული მაქვს, როდის შევიგრძნობ იმას, რასაც მთელი ჩემი სამეგობრო ამბობს, რომ გოგო შვილი სულ სხვაა. ჯერ ვერ ვიგრძენი, ცოტა დრო გავიდა.

შეძლებისდაგვარად ვეხმარები, მაგრამ გვანცა უფრო ჩართულია ბავშვის მოვლაში. გვანცა ძალიან მზრუნველი დედაა და ვამაყობ, რომ ასეთი მეუღლე მყავს.

ლილეს სახელი გვანცამ შეურჩია, ისევე, როგორც ერეკლეს. გვანცას გადაწყვეტილებებს მე ყოველთვის პატივს ვცემ (იღიმის).

ერეკლე დიდი ხანი ელოდებოდა დაიკოს, გაჩენისთანავე ავიყვანე და იმ წამიდან, სადაც ნახულობს, სულ კოცნის.

ოჯახი უფრო შეივსო, თუ ვზრუნავდით ერთ შვილზე, ახლა ორზე ვზრუნავთ. პირველი ორი კვირა გამიჭირდა ამ თემაზე გადართვა, ვერ წარმომედგინა ორი შვილი. ცოტა დროის გასვლის შემდეგ გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობაა ორი შვილი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები