LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური სერვისების მართვა დისტანციურად – სიახლე მაგთის მომხმარებლებისთვის!

144
f

მაგთის საკუთარი მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს – ეს კომუნალური სერვისების დისტანციურად მართვაა.

ის, რაც ყოველთვის გჭირდება:

  • ელექტროენერგია

  • ბუნებრივი აირი

  • წყალმომარაგება

მართე შენი კომუნალური სერვისები და ნებისმიერ დროს მარტივად გაიგე მომსახურების სტატუსი შენივე მობილურიდან, კოდით *303# OK

#დარჩიშინ – მაგთიკომი აგრძელებს დისტანციური სერვისების  გაფართოებას. სახლიდან გაუსვლელად უკვე შეგიძლია მიიღო არა მხოლოდ მაგთიკომის, არამედ პარტნიორი ორგანიზაციების სერვისები.

თუ სააბონენტო ნომერზე მითითებულია საკონტაქტო ნომერი, მობილურზე  კოდით *303#  შესაძლებელია:

  • ქვითრის და მიმდინარე ბალანსის ნახვა

  • აბონენტის სტატუსის ნახვა – ჩართულია თუ გამორთული და რა მიზეზით

  • სერვისის გეგმიური და არაგეგმიური წყვეტების შესახებ ინფორმაციის ნახვა

  • აბონენტის საკონტაქტო ნომრის დამატება/წაშლა

*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელს საქართველოში, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.

მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების -სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები