LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელის მუნიციპალიტეტს მთავრობამ 3,5 მლნ გამოუყო

93

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის #480 განკარგულებით ქარელის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 3 569 513 ლარი გამოეყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, თანხა სამი პროექტის განხორციელებაში დაიხარჯება. პირველი პროექტი ადგილობრივი მნიშვნელობის 5 კილომეტრიანი (მოხისი-კოდავარდისუბნის) გზის ასფალტირებაა. ამისთვის 1 567 999 ლარია გამოყოფილი.

ასევე, იგეგმება ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3.3. კილომეტრიანი გზის ასფალტირება, რომლის ღირებულებაა 1 098 786 ლარი;

ამავე პროექტის ფარგლებში ქალაქ ქარელის 10 ქუჩის ასფალტირებაც იგეგმება (სულ 3, 726 კმ) ამისთვის კი მილიონზე მეტი – 1 108 374 ლარია გამოყოფილი.