LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული

386
1582791658162757

“არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მრევლს დღესასწაულების წინ რეკომენდაციის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„საბედნიეროდ და დიდი მადლობა ისევ მრევლს, დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ის რეკომენდაციების უმრავლესობა დღესასწაულების წინ გათვალისწინებული იქნა და ჩვენ არ გვაქვს და არ ჩამოყალიბდა ეკლესიის კლასტერი, თუმცა რამდენიმე სასულიერო პირი გვყავს დაინფიცირებული, მაგრამ რასაც ჩვენ კლასტერს ვეძახით, ასეთი არ ჩამოყალიბებულა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები