LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალკოჰოლის მაღაზია გახსნიდან რამდენიმე საათში დაიკეტა – მიზეზი კილომეტრიანი რიგები გახდა

106
indialkolholnewsss

ინდოეთში, დელის რამდენიმე რაიონში ალკო-მარკეტების გახსნა გადაწყვიტეს. თუმცა, სიახლემ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მათი დახურვა მალევე მოუხდათ.

მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, ხელისუფლებამ 150 სახელმწიფო ალკო–მაღაზია გახსნა. დაწესებულებებს 9:00–დან 18:30 საათამდე მუშობის უფლება მისცეს და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმებიც ბოლომდე დაცული უნდა ყოფილიყო. თანამშრომლებს პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება მოსთხოვეს და სოციალური დისტანციის დაცვაც სავალდებულო გახადეს.

სასიხარულო სიახლე ქალაქს ძალიან სწრაფად მოედო და მაღაზიებთან ალკოჰოლის შეძენის მსურველები დილაადრიან, გახსნამდე ბევრად ადრე შეიკრიბნენ. რიგები იმდენად მასშტაბური იყო, რომ რამდენიმე კილომეტრს აჭარბებდა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში სოციალური დისტანციის დაცვა წარმოუდგენელი გახდა.

ხელისუფლებასაც სხვა გზა არ ქონდა, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ალკო–მარკეტები გახსნიდან რამდენიმე საათში დაკეტა. თანაც, ისე რომ რიგში მდგომთა უმრავლესობამ სასმელის ყიდვა ვერ მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები