LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ვიდეო: ჩახუტებული პინგვინები საღამოს ბელბურნის ხედით ტკბებიან

370
penguins

ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა ტობიას ბაუმგარტნერმა თავის ,,ინსტაგრამზე” ორი პინგვინის უსაყვარლესი კადრები გამოაქვეყნა.

ფოტო და ვიდეო მელბურნის გარეუბანში, ჯერ კიდევ გასულ წელსაა გადაღებული. ტობიასმა კადრების გავრცელება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა რომ ხალხს კარგი ამბები სჭირდება. როგორც ის იხსენებს, იდეალური კადრის დასაჭერად პინგვინებს სამი ღამე უთვალთვალებდა.

„პინგვინები საათობით იდგნენ ჩახუტებულები და მელბურნის ჰორიზონტს აკვირდებოდნენ. როგორც გავიგე, თეთრი პინგვინი მდედრია, რომელმაც პარტნიორი დაკარგა, მის ვერდით კი – მამრია, რომელმაც ზუსტად იგივე გადაიტანა. წყვილი ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდა და ერთმანეთის გამხნევებას ცდილობდა“.

„როგორ იქცეოდა ეს ორი პინგვინი და როგორ ზრუნავდა ერთმანეთზე, სხვების ფონზე ნამდვილად გამოირჩეოდა. დანარჩენი პინგვინები ან დარბოდნენ ან ეძინათ, ამ ორს კი არც იმჩნევდნენ“, – ამბობს ფოტოგრაფი.

მეცნიერული თვალსაზრისით, პინგვინების მონატრება თუ სევდა დამტკიცებული არ არის, თუმცა ფოტოგრაფი დარწმუნებულია, რომ ასეთი ჯადოსნური მომენტის მიზეზი სწორედ დიდი სიყვარული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები