LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

214
unnamed

“6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ხასიათის ქარი”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

“მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები