LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საბედნიეროდ, ბავშვები ბევრად ადვილად ექვემდებარებიან მკურნალობას” – მაკა სოლოღაშვილი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

250
maka-sologashvilinewssss

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის სტუმარია აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი.

ქალბატონო მაკა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ამ ჩართვისათვის.  დღეს გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენს კლინიკაში კოვიდიფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. ეს არის პრაქტიკულად პირველი შემთხვევა საქართველოსთვის, როდესაც ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის რა ეტაპზე იმყოფება ის?

პაციენტი მესამე კვირის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან Covid-19-ის დიაგნოზით. შემდეგ კი დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები. ორი კვირის განმავლობაში ვცდილობდით კონსერვატიული მეთოდებით ტკივილის ოკუპირებას, თუმცა პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. პაციენტს ჩაუტარდა ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. ოპერაციამ ყველანაირი გართულებების გარეშე ჩაიარა, პაციენტი თავს კარგად გრზნობს და აგრძელებს მკურნალობას ბოქსირებულ სექტორში.

-ქალბატონო მაკა, თქვენ ბოქსირებული სექტორი ახსენეთ და მინდა გკითხოთ, მსმენელისთვის ძალიან საინტერესოა თუ როგორი ადგილია ეს. რასაკვირველია სხვადასხვა სახის ინფორმაციები გვაქვს იმ პაციენტებისაგან ვინც უკვე გაეწენენ ბინაზე, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით. მთავარი რაც გვაინტერესებს არის ის, თუ რა პრინციპით მუშაობს სტაფი. ალბათ ნებისმიერი კრიტიკის მოსმენა სამედიცინო პერსონალის მისამართით ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ პრინციპში 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, როდესაც მათთვის ძალიან რთულია და არ იციან, ხომ არ მოხდა მათი ინფიცირება. თუ შეიძლება გვითხრათ რა ტიპის ადგილია ბოქსი და რა პრინციპით და სისტემით მუშაობს სამედიცინო პერსონალი?

ზოგადად კლინიკას აქვს ბოქსირებული პალატა, რაც იმას ნიშნავს რომ კლინიკაში არის იზოლირებული პალატა, სადაც ხდება ინფიცირებული პაციენტის გადაყვანა. ჩვენს კლინიკაში არის მთელი ფლიგელი, ბოქსირებული სექტორი, სადაც ყველა პალატას აქვს იზოლირებული სავენტილაციო სისტემა. პალატიდან ჰაერის გამოდინება არ ხდება კორიდორში, ამიტომ ეს ტერიტორია მაქსიმალურად დაცილია ეპიდემიოლოგიური რისკებისგან. გარდა ამისა, იქ შემქნილია უარყოფითი წნევის გრადიენტი. შესაბამისად ბოქსის პალატები სრულიად გამიჯნულია როგორც ერთმანეთისგან, ასევე კორიდორისაგან და სხვა სართულებისგან, არ ხდება ჰაერის ნაკადების შერევა და ეს ტერიტორია არის ყველაზე მაღალ დონეზე დაცული.

აღნიშნულ პაციენტთანაც თავიდან რამოდენიმე მიზეზით ვცდილობდით ოპერაციის თავიდან აცილებას, ტკივილის ოკუპირებას და უკვე მისი განკურნების შემდეგ ქირურგიული ჩარევის განხორციელებას. პირველი მიზეზი არის ბუნებრივია თვითონ კორონავირუსის გართულებები, პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, გარდა ამისა, ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მაღალი ჰიპერკოაგულაცია ანუ სისხლის შემდედებელი სისტემის გაძლიერება, რაც ოპერაციისთვის ძალიან დიდი რისკია. მეორე- დიდი რისკის შემცველია მედპერსონალის ძალიან ახლო კონტაქტი პაციენტთან, იქნება ეს ანესთეზიოლოგი, ქირურგი თუ რომელიმე სხვა მედიკოსი.

ბუნებრივია იმისათვის, რათა რისკებისგან მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი პერსონალი, ხდება მათი ეკიპირება განსაკუთრებული სტანდარტებით, რაც ძალიან ძნელია. ძნელია ამ ეკიპირებით 2-3 საათი იმუშავო. არის ტანსაცმელი, რომელიც სპეციფიურია, ჰაერს არ ატარებს. ასევე სპეციალური სათვალე, რომლეიც გვინდა თუ არა მაინც იბურება და მხედველობას აუარესებს. ძალიან ძნელია ამ ეკიპირებით მუშაობა, მით უმეტეს, რომ თუნდაც ქირურგს კიდევ დამატებითი აღჭურვილობა სჭირდება. მაგრამ ჩვენი გუნდი ამას თავს წარმატებულად ართმევს.

ბოქსებშიც მედიკოსებს იმავე ეკიპირებით უწევთ ურთიერთობა პაციენტებთან საათების განმავლობაში, რაც საკმაოდ რთულია და არ არის ადვილი ასატანი.

-ქალბატონო მაკა, მინდა გკითხოთ ბავშვების მკურნალობის თავისებურებებზე. ცნობილია, რომ ბავშვების მკურნალობის სქემა განსხვავებულია ზრდასრულთა მკურნალობის სქემისაგან, რადგან ბავშვებში თუნდაც სპეციფიური პრეპარატი, „პლაქვენილი“ არ გამოიყენება, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. საინტერესოა, ბავშვებში მართლაც უსიმპტომოდ ან ნაკელბად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობს თუ არა დაავადება? ძირითადად რა სიმპტომები ჭარბობს ბავშვებში, არის ეს ხველა, სიცხე თუ რომელიმე სხვა სიმპტომი?

დიახ, ჩვენს კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტების გარკვეული რაოდენობა  მკურნალობს, მათი უმეტესობა ოჯახთან ერთად მკურნალობს. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი ასიმპტომურია, არის კლინიკოლაბორატორიული სიმპტომები, არის პნევმონია, მეტ-ნაკლებად გამოხატული, ზოგან უფრო მეტად გამოხატული, ზოგან მსუბუქად. არის მშრალი ხველაც და ტემპერატურაც, მაგრამ საბედნიეროდ, ბავშვები ბევრად ადვილად ექვემდებარებიან მკურნალობას და მათი სუბიექტური თვითშეგრძნებები გაცილებით კარგია.

ბავშვებში „პლაქვენილი“ არ გამოიყენება, მართალი ხართ. ჩვენთან იყო შემთხვევა, რომ 12 წლის მოზარდთან არ გამოვიყენეთ პლაქვენილი, თუმცა მისი ოჯახის უფროს წევრთან გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, 12 წლის პაციენტი ბევრად მალე გამოჯანმრთელდა, ბევრად მალე ალაგდა პნევმონია. ასე რომ ბავშვები ბევრად კარგად ექვემდებარებიან მკურნალობას საბედნიეროდ.

-მინდა გკითხოთ კოვიდინფიცირებული პაციენტების კვების რეჟიმზე. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორია ამ ადამიანების კვების რაციონი.  არსებობს თუ არა კვების რაიმე განსაკუთრებული რაციონი მათთვის, თუ ისინი ჩვეულებრივად იკვებებიან , ისე, როგორც ეს მოავადე ადამიანისთვისაა განსაზღვრული?

რასაკვირველია კვების რაციონის შედგენისას დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ დაავადებებს, ამას აუცილებლად ექცევა ყურადღება და ზოგადადაც, უფრო დიეტური საკვები ჭარბობს რაციონში. თუმცა რაიმე სპეციფიური კვება იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არანაირი თანხმლები დაავადება არ აქვთ, არ არის განსაზღვრული.

-მინდა გკითხოთ იმ პაციენტების შესახებ, რომლებმაც უკვე დაამარცხეს დაავადება და ბინაზე გაეწერნენ. ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ასეთ პაციენტს სახლში გაწერის შემდეგ ჰქონოდა რაიმე სახის ჩივილები და თქვენთვის მოემართა? ხომ არ ყოფილა პაციენტის შემობრუნების შემთხვევა კლინიკაში?

მკურნალობის პროცესი იმდენად ხანგრძლივია, რომ პაციენტი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული მიდის კლინიკიდან.  გამოჯანმრთელებულად ითვლება ის პაციენტი, რომელსაც 24 საათში 2 PCR კვლევაზე ექნება უარყოფითი პასუხი, ასე რომ  ჩვენი არცერთი პაციენტი არანაირი ჩივილით უკან არ დაბრუნებულა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს პაციენტებთან და მათი მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ვართ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები