საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “ბასკოში” საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე 2 დღის წინ მომხდარი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა.
ნაძალადევის რაიონში მდგარი სახლიდან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ირაკლი მაისურაძე სახლში მეუღლესთან, სამ მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ხანძრის შემდეგ ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ აღმოჩდნენ.
კალათბურთის ფედერაცია ყველას კალათბურთელის დახმარებისკენ მოუწოდებს:
– საკალათბურთო სამყაროსა და არა მხოლოდ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებო, შეძლებისდაგვარად ეგებ დავეხმაროთ განსაცდელში ჩავარდნილ ირაკლი მაისურაძეს, რათა მისმა ოჯახმა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი პირობები.
ანგარიშის ნომ: თიბისი ბანკი GE10TB7102645061100035 ლარი
GE87TB7102636615100002 დოლარი
მიმღები პირი: ირაკლი მაისურაძე