LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 80 აგრარული ბაზრიდან ამჟამად 24 ფუნქციონირებს

116
5a0b0094c3e8b58b78073028c39b0a66-XL

საქართველოს მასშტაბით არსებული 80 აგრარული ბაზრიდან, ამ დროისთვის მხოლოდ 24 ფუნქციონირებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება და ამასთან, ხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში, აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი), ქვემო ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი მარნეულში, თბილისში -3 აგრარული ბაზარი, იმერეთის რეგიონში – 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში -2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში), კახეთის რეგიონში- 4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში -2), შიდა ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი გორში, გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ბაზრების ადმინისტრაციასთან და გასცემს რეკომენდაციებს“,-აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები