LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი კორონავირუსით ერთ დღეს გარდაიცვალა

146
-112038844-de0ba59d-ab79-4695-a38f-71f5c46ce892

90 წლის ბილ დარტნელი და 81 წლის მერი დარტნელი, რომელთაც ერთად 60 წელზე მეტი გაატარეს, კორონავირუსს ერთსა და იმავე დღეს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც მათი ქალიშვილი, როზმერი აცხადებს, მერის გარდაცვალების შემდეგ ბილმა ჟანგბადის სასუნთქ აპარატზე უარი თქვა.

“მას არ უნდოდა აქ დედის გარეშე ყოფნა,”- ამბობს ის.

ბილი მერის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

წყვილი საავადმყოფოში მოხვედრამდე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. პირველად ვირუსი მერი დარტნელს დაუდგინდა, რამდენიმე დღეში კი ბილ დარტნელს ინსულტი ჰქონდა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ  Covid-19-იც დაუდასტურდა.

“ისინი გამორჩეული ადამიანები იყვნენ, ცხოვრების განმავლობაში ბევრი სირთულე შეხვდათ, თუმცა მათ ყველაფერი ერთად გადალახეს და ერთადაც წავიდნენ. ძალიან რთულია მშობლების დაკარგვა და ისიც საშინელებაა, როდესაც ცხოვრების ბოლო წუთებში მათი ხელების დაჭერა არ შეგიძლია”, – ამბობს როზმერი დარტანელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები