ქარბუქის გამო შტატებში 5 ათასამდე რეისი ვერ შესრულდა, რკინიგზის კომპანიებმა კი გზების დიდი ნაწილი ჩაკეტეს.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფრენა ავიაკომპანიებმა – Southwest Airlines-მა, JetBlue-მ და American Airlines-მა გადადეს და ისინი მგზავრებს საშუალებას მისცემენ, რომ ბილეთზე თარიღი დამატებითი თანხის გადახდის გარეშე შეცვალონ.
გამოცემის ცნობით, ყველაზე რთული სიტუაცია ნიუ-იორკსა და ბოსტონშია, თუმცა თოვლის ქარიშხალს ვაშინგტონში, ბალტიმორსა და ფილადელფიაშიც ელოდებიან.
ექსპერტთა ცნობით, მოსალოდნელი თოვა განსაკუთრებით ძლიერი იქნება და თოვლის საფარი დღის განმავლობაში 30-დან 45 სმ-მდე მიაღწევს.