LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითდასაქმებულების 5 კატეგორია, ვისაც კომპენსაციის მისაღებად მტკიცებულებების წარდგენა არ სჭირდება

467
working-hard-1280x720

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების იმ 5 კატეგორიას ასახლებს, ვისაც 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად არ დასჭირდებათ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

უკვე იდენტიფიცირებულია 150 000-მდე რეგისტრირებული თვითდასაქმებული, შესაბამისად, ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ:

1.მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

2.მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობებზე და წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით.

გაიგეთ, რა შემთხვევაში მიიღებთ კომპენსაციას, თუ თვითდასაქმებული ხართ

ამ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული

3.პირები, რომლებიც იხდიან ფიქსირებულ გადასახადს და საქმიანობას ახორციელებდნენ 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით.

4.მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები არიან როგორც მიკრო ბიზნესი.

5.ინდივიდუალური მეწარმეები,  რომელთაც 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები