LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა

46

ე. წ. მატროსოვის ციხეში ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დაწესებულება ადვოკატებმა და საქმის პროკურორმა უკვე დატოვეს. მათი განცხადებით, დეკანოზმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, გიორგი მამალაძე დასმულ შეკითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა. მისივე თქმით, მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.
.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები