LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერაზე ეპატიჟება

122

14, 16, 17 მარტს, 18 საათზე ოზურგეთის თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერაზე ეპატიჟება.

„ნერგი“ ასე ჰქვია ზურა სიხარულიძის საავტორო სპექტაკლს, პიესის ავტორი და სცენოგრაფი თავად რეჟისორი გახლავთ. რეჟისორთან ერთად ახალ დადგმაზე იმუშავეს: კომპოზიტორმა – კახა ცაბაძემ,  (არანჟირება – გურამ ჯაიანი), კოსტუმების მხატვარმა გია გვიჩიამ, ქორეოგრაფმა – მარიკა ქვეითაიამ.

„ – ნაწარმოები გადმოსცემს ჩვენს დღევანდელ ფიქრებსა და მისწრაფებებს, დღევანდელობას თავისი კარგითა და ცუდით, ადამიანთა ურთიერთობას ქვეყანასთან, სამყაროსთან. მეტაფორული ამბავი კომიკურ-გროტესკულ სტილშია გადაწყვეტილი“ – აცხადებს ავტორი ზურაბ სიხარულიძე და მეტი კონკრეტისგან თავს იკავებს, ვინაიდან მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ალექსანდრე ლომიძე, გიორგი დოლიძე, ზაზა ჯინჭარაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, ზვიად ჯორბენაძე, თეა კეჭაყმაძე, ვანო ჩხაიძე, თემურ კვირკველია, თამარ მდინარაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები