საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, რომ დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება ლენტეხსა და ხაშურის რაიონ სოფელ ხიდისყურში.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეპიდემიოლოგებმა ამ ორი ტერიტორიული ერთეულის ყველა მოსახლე გამოიკვლიეს. მისი ინფორმაციით, ორივე რაიონში ჩატარდა ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგი. ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ლენტეხსა და ხიდისყურში ყველა შესაძლო კონტაქტები დადგენილია და მკაცრი საკარანტინო რჟიმის გაგრძელების საჭიროება არ არსებობს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ორივე ტერიტორიულ ერთეულში გავრცელდება ის შეზღუდვები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.