ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალი ,,სამშობლო” Homeland დასრულდა. ბოლო სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო გამოვიდა. დღეს ქართველი მაყურებელი მერვე სეზონის ბოლო სერიას ნახავს, სადაც გაირკვევა, დაასრულებს თუ არა ქერი მეტისონი მრავალწლიან ომს ავღანეთში.
,,ვერიეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ალექს განსამ განმარტა, რატომ გახდა მერვე სეზონი ფინალური. მას ყველაზე რეიტინგულ მომენტში სურდა ამბის დასრულება და თან ისე, რომ ყველა პერსონაჟი თავისი მისიის ერთგული დარჩენილიყო. კიდევ ერთი კულმიანაცია გახლავთ სეზონის ფინალი, სადაც გაირკევა, მოკლავს თუ არა ქლერ დეინსის გმირი ქერი მეტისონის თავის კურატორს, სოლ ბერინსონს. ეს კი სულ მალე გახდება ცნობილი.