LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაპირებთ აქციების დაწყებას” – “ლეიბორისტული პარტია” კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

233
BeFunky-collage (4)

“ჩვენ მოვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნია, “-ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა გააუქმოს.

მისივე თქმით, არ იყოს შეზღუდული პანდემიის პირობებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

“ჩვენ მოვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნია. ასევე მოვითხოვთ შეზღუდვებს, რომელიც ვრცელდება ოჯახის წევრების განლაგებაზე მანქანაში, ყველა ვხედავთ, როგორ არღვევენ ამ წესებს მასობრივად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. უნდა აღდგეს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ აქციების დაწყებას, თუ როგორ და რა ფორმით, ამას იხილავთ ერთ კვირაში,”- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.