LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სამთო კურორტებზე საიმიჯო რგოლი მომზადდა (ვიდეო)

114

სააგენტო JWT Metro–მ საქართველოს სამთო კურორტებზე საიმიჯო ვიდეორგოლი მოამზადა

“ეს დასაწყისია” სწორედ ასე ქვია სააგენტოს მიერ გადაღებულ კლიპს, რომელშიც სვანეთი, მიტარბი, ბაკურიანი, გოდერძი და გუდაური მოხვდა.

საიმიჯო რგოლი ბორჯომ–ბაკურიანის განახლებული “კუკუშკის” კადრებით იწყება.

ნიაზ დიასამიძის მუსიკის ფონზე, კადრებთან ერთად ვიდეოში იმ პროექტების შესახებ ვკითხულობთ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, სამთო კურორტების გასავითარებლად განხორციელდა.

ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია კურორტების სათხილამურო შესაძლებლობებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები