ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსისგან განკურნებულმა უკვე დატოვა კლინიკა.
ის ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებოდა.
ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხი თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 456 შეადგინა. Stop.Cov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ისევ 132-ია, გარდაცვლილია 5 ადამიანი.