ომის გმირებს რობერტ უოლშს და ლილიენ გრანდის ერთმანეთი დიდი ხანია მოსწონდათ, თუმცა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ კორონავირუსის და კარანტინის გამოცხადების გამო გადაწყვიტეს.
97 წლის რობერტი და ლილიენი ერთმანეთს გასული წლის ნოემბერში გმირთა ხსოვნის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე შეხვდნენ. წარსულში უოლში წყალქვეშა გემზე მსახურობდა, გრანდი კი სანგრების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. წყვილმა საერთო ენა მალევე გამონახა და ერთმანეთს კვირაში სამჯერ მაინც ხვდებოდნენ.
როდესაც პანდემია დაიწყო, ვეტერანები მიხვდნენ რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ სურდათ, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს. პენსიონერები მიხვდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ცხოვრება სურდათ.
„ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ, ერთნაირი იუმორის გრძობა გვაქვს. ორივე 97 წლისები ვართ და მთელი ცხოვრება წინ გვაქვს“ – ფიქრობს ლილიენი.
წყვილს თანაცხოვრება ძალიან მოსწონს. უოლში საყვარელი ქალისთვის უკულელეს უკრავს ხოლმე, შემდეგ ისინი ერთად მღერიან და კარანტინში თავს სწორედ ამით ირთობენ.
„მომაკვდინებელ ვირუსს დადებითი მხარეც ქონია, ერთმანეთი გვაპოვნინა“ – აცხადებს შეყვარებული მამაკაცი.
რობერტსაც და ლილიენსაც წარსულში მეორე ნახევრები ყავდათ და ორივე მათგანი ქვრივია. ერთად ცხოვრება კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ოჯახებისგენ თანხმობა მიიღეს.