LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ მედიკამენტით 41 წლის ქალი სიკვდილს გამოვსტაცეთ” – მარინა ენდელაძე

439
endeladze

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, გარდა პლაქვენილისა, სხვა მრავალ მედიკამენტს იყენებენ. მაგალითად, ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია. მარინა ენდელაძე ამბობს, რომ 41 წლის ქალბატონი ამ მედიკამენტის საშუალებით სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ ენდელაძემ POSTV-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნისნული პრეპარატი მხოლოდ მძიმე პაციენტებთან სამკურნალოდ გამოიყენება.

„მკურნალობაზე და პლაქვენილის გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი. ჯერ ერთი ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა და ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია. გვყავდა მსუბუქი პაციენტები, რომელთა მკურნალობის პროცესში ამ მედიკამენტის ჩართვა არ იყო საჭირო და რატომ გამოვიყენებდით? მძიმე პაციენტებთან კი არა მხოლოდ პლაქვენილს, სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დაინფიცირებულების მკურნალობაში შესაძლოა ინოვაციური მიდგომა დაინერგოს: თენგიზ ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები