Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოვიყენებთ” – თენგიზ ცერცვაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოვიყენებთ” – თენგიზ ცერცვაძე

99
Untitled-1-e1583662411806

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში, ახლო მომავალში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ. ცერცვაძის განმარტებით, მკურნალობის ეს მეთოდი მასობრივი ვერ გახდება, ვინაიდან ის არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, საქართველოში ამ დრომდე გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 15 პროცენტის პლაზმა შესაძლოა სხვა დაავადებულთა სამკურნალოდ გამოდგეს.

„ჩვენ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომით ვმკურნალობთ და ყველასთან ვიყენებთ იმ მეთოდს, რომელიც მასზე ყველაზე მეტადაა მორგებული. ერთ-ერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ესაა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც განაცხადა თანხმობა დონორობაზე, უკვე შეგროვილია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია.

დაინფიცირებულების მკურნალობაში შესაძლოა ინოვაციური მიდგომა დაინერგოს: თენგიზ ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა

პირველ რიგში, უნდა შეირჩეს ისეთი დონორი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით აქვს დამცავი ანტისხეულები სისხლში, მეორე – ეს დონორი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მესამე – უნდა არსებობდეს სისხლის ჯგუფებს შორის შესაბამისობა… სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ მთელს მსოფლიოში, ეს თავისთავად ძალიან ეფექტური და იმედისმომცემი მეთოდი ვერსად ჰპოვებს მასობრივ გამოყენებას. ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთეული ან ათეული შემთხვევაა და ესეც მაშინ ხდება, როცა სხვა მედიკამენტური მკურნალობა ეფექტური არაა.

ჩვენ ამისთვის ვემზადებით. შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ კვირაში ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ჩვენ გვყავს 111 გამოჯანმრთელებული. მათგან მაქსიმუმ 15 პროცენტის პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ამიტომ ამ მეთოდით მკურნალობას ვერ ექნება მასობრივი ხასიათი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხთან გადაცემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები