LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო “მაესტროს” ინკასო დაადეს

106
80984017-2989044664463175-3006036864462225408-n

რადიო “მაესტროს” ინკასო დაადეს. ამის შესახებ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამოცხადების შემდეგ “მაესტრო” შექმნილი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა.

“შემოსავლის უქონლობის გამო, თანამშრომლებს ხელფასები ფაქტობრივად აღარ აქვთ. მენეჯმენტი რამდენიმე თვეა ხელფასს საერთოდ არ იღებს. სწორედ ამ უბედურების დროს, როცა ჩვენი რადიოს საარსებო სახსრები განულებულია, მაშინ, როცა ანძების, არენდის, ელექტრო ენერგიის და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო! ეს ნიშნავს, რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება, უამრავი ადამიანი ვეღარ მიიღებს დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციას”, – წერს მამუკა ღლონტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები