Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“აუდიტორია 115”-მა მეექვსე კორპუსი გაათავისუფლა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუდიტორია 115”-მა მეექვსე კორპუსი გაათავისუფლა

34

„აუდიტორია 115“ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს ტოვებს, სტუდენტებმა საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

“ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა, დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომლის ძალაში შესვლის შემდგომ:

1.საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა არჩევა მოხდება პირდაპირი წესით. (შეგახსენებთ, რომ აქამდე, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეეძლოთ საფაკულტეტო საბჭოებში შესვლა)
2. სტუდენტებს თანაბარი წვდომის უფლება ექნებათ უნივერსიტეტის ფინანსებზე, სტუდენტური ინდივიდუალური ან ერთობლივი ინივიატივების მხარდასაჭერად. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ცვლილება ეხება არა მხოლოდ თსუ-ის, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს)
3. სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურის ნაცვლად, უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ თუ რა ტიპის სტრუქტურა შეესაბამება მათ სპეციფიკას. ჩვენთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ორგანო დაკომპლექტდეს მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებით. კანონის ამჟამინდელი ვერსია ამ საკითხს ღიად ტოვებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ სამუშაო პროცესში ჩართვას და საკომიტეტო სხდომებზე ამ ინიციატივის მხარდაჭერას. თუ აღნიშნული საკითხი არ განისაზღვრება კანონით, რჩება იმის ალბათობა, რომ მივიღოთ კვლავ მანკიერი სისტემა.
ასევე, აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. ჩვენ, კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღეთ პირობა, რომ ის უახლოეს დღეებში აუცილებლად დაინტერესდება აღნიშნული საკითხით, ეწვევა საერთო საცხოვრებელს და დაიწყებს ამ საკითხზე მუშაობას.
როგორც იცით, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არ არის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ამ საკითხზე მუშაობა და 10 მარტს, მეექვსე კორპუსში გაიხსნება ბიბლიოთეკა. მისთვის წიგნების მოძიება დაწყებული გვაქვს და გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მოგიწოდოთ, რომ დაინტერესების შემთხვევაში შემოწიროთ ლიტერატურა ბიბლიოთეკას, რომელიც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის.
ჩვენ 3 თვიანი პიკეტირების შემდეგ, ვტოვებთ მეექვსე კორპუსს. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ სტუდენტებს, ლექტორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ყველა ჩვენს მხარდამჭერს თანადგომისათვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი უნივერსიტეტისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული შეთანხმება ყველა მომდევნო საფეხურს წარმატებით გაივლის და საბოლოოდ ახალი კანონი უზრუნველყოფს სტუდენტთა თანასწორობას,” – ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები