ჭკვიანი ადამიანები ზარმაცები არიან, ეს თეორია ახალმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
კვლევა აშშ-ში ჩატარდა და ავტორები ამბობენ, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს საქმე მალე არ ბეზრდებათ, ფიქრში მეტ დროს ატარებენ.
მკვლევარებმა სტუდენტებს კლასიკური ტესტი ჩაუტარეს. მათ უნდა აღენიშნათ, იზიარებდნენ თუ არა შემდეგი ტიპის განცხადებებს : „მე ძალიან მომწონს დავალება, რომელიც პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს მოითხოვს“ და „მე მხოლოდ იმდენს ვფიქრობ, რამდენიც ამისთვის საჭიროა“.
ტესტის შემდეგ მკვლევარებმა აარჩიეს 30 „მოაზროვნე“ და 30 „არამოაზროვნე“.
შემდეგი 7 დღის მანძილზე ჯგუფების წევრებს ხელზე ეკეთათ მოწყობილობები, რომლებიც მათ მოძრაობას, ფიზიკურ აქტივობას აფიქსირებდა. მონაცემებს კი მკვლევარები აკვირდებოდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ „მოაზროვნეების“ ჯგუფი ნაკლებად აქტიური იყო ფიზიკურად, ვიდრე მეორე ჯგუფი.
მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ ფიქრი, მალე ბეზრდებათ დავალებების შესრულება და ამიტომ ფიზიკურ აქტივობას მეტ დროს უთმობენ.