LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება

133

იაპონიაში, ტოკიოში, 7-10 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, ქართულიკომპანიები ეროვნულ ნაწარმს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2017 წარადგენენ.

FOODEX JAPAN 2017 ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანიგამოფენაა, რომელსაც 2016 წლის მონაცემების მიხედვით 77,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა აღემატებოდა 3,250-ს.

ამჟამად, გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებს 11 ქართული კომპანია, კერძოდ:  შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტრენესანსი“, შპს „აერკომპანი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კპმპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას. 2017 წელს „FOODEX JAPAN 2017”-ში ქართული პროდუქციის წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი  ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები