LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა კორონავირუსისგან თავის დასაცავად მიტოვებული ქალაქი იყიდა და შიგნით გამოიკეტა

318
manalncovid19

ტეხასის შტატში მცხოვრებმა ბრენტ ანდერვუდმა დიდი ხნის წინ დაცლილი ქალაქი იყიდა, რათა კორონავირუსს დამალვოდა. მეშახტეების ქალაქი სერო-გორდო 1865 წელსაა დაარსებული და თავის დროზე იქ დიდი რაოდენობით ვერცხლი მოიპოვებოდა. 60-იან წლებში მარაგები დაიცალა და დასახლებაც დაცარიელდა. ბრენტმა მიტოვებული ქალაქი 1,4 მილიონ დოლარად იყიდა და თავდაპირველად სულ სხვა გეგმები ქონდა.

საქმე ისაა, რომ სერო-გორდოს რთული წარსულის გამო მოჩვენებების ქალაქსაც უწოდებენ და ამერიკელს მისი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცევა სურდა. თუმცა, შემდეგ პანდემია დაიწყო და ქალაქიც თავშესაფრად იქცა. ბრენტი სერო-გორდოში რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა და მას შემდეგ იქ ცოვრობს. „მინდოდა რომ ექსტრემალური სოციალური იზოლაცია მომეწყო“ – განაცხადა მან. თუმცა, კორონავირუსი გაქრობის ნაცვლად უფრო მასშტაბურ პრობლემაში გადაიზარდა, რასაც დიდთოვლობაც დაემატა და მამაკაცი სამალავის დატოვებას ფიზიკურადაც ვერ ახერხებს.

გარე სამყაროსთან კონტაქტს ამერიკელი ინტერნეტით ინარჩუნებს და სიახლეებს გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნობს ხოლმე. „თავგადასავლები ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა როცა აქ მოვდიოდი ვერც კი წარმოვიდგენდი წინ რა მელოდა. 2 კვირიანი იზოლაცია სერიოზულ პრობლემად მექცა თუმცა არაუშავს, ამასაც გავუმკლავდები“.

სამწუხაროდ, ბრენტს მალე საკვების მარაგი გაუთავდება და სავარაუდოდ, რაიმეს მოფიქრება მოუწევს.

მანამდე კი ის შახტებში დაბოდიალობს და ყოველ დღე საინტერესო ნივთებს პოულობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ 1875 წელს გამოცემული ბიბლია იპოვა, შემდეგ კი 1841 წლით დათარიღებულ უცნობი სტუდენტის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს გადააწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები