ვალენსიაში ტრამპის უზარმაზარი ფიგურა დაამზადეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ესპანური კარნავალის მთავარი ფიგურა იქნება. იდეის ავტორები ცნობილი ხელოვანები ხავიერ ალვარესი და მანუელ ალგარა გახდნენ.
მათ შექმნეს გიგანტური თოჯინა, რომელსაც ტრამპის სახე აქვს და სიმბოლურად განასახიერებს პერსონაჟს, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს ერჩის. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ვალენსიის მერი დაესწრო და ნაკეთობებით აღფრთოვანებული დარჩა.ის განსაკუთრებით შემოქმედთა კრეატიულობამ მოხიბლა.
ვალენსიის ფესტივალი გასულ წელს იუნესკოს არამატერიალური საგანძურის სიაში მოხვდა.